ჩვენ 2016 წლის 8 მარტს დავიბადეთ, სავაჭრო ცენტრ პიქსელში. 8 მარტით ალბათ მიხვდებით, რომ ჩვენი მაღაზია ძირითადად ქალბატონების ჩაცმულობაზე ზრუნავს, თუმცა ბატონებო ნუ გაგვიწყრებით, თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ ჩვენთან 50, 100 ან 200 ლარიანი ვაუჩერი, გაახაროთ თქვენი ქალბატონი და გახადოთ მისი გარდერობი კიდევ უფრო ფერადი, მოდური და ხარისხიანი. 

ამერიკა, გერმანია, თურქეთი, საფრანგეთი და ჩინეთი ამ ქვეყნებიდან იმპორტირებული, სხვადასხვა ბრენდის ტანსაცმლის შეძენა ჩვენს მაღაზიაში შეგიძლიათ. თუ ჭავჭავაძის 34   ნომერში მოსვლას ვერ შეძლებთ არაუშავს, მაგ შემთხვაში მუჰამედი მოვა მთასთან, უფროსწორად ჩვენი კურიერი მოვა თქვენთან.

ქალის ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და იგივე თქვენი პატარებისთვის, ეს ის პროდუქციაა რის გამოწერასაც ჩვენი საიტის მეშვეობით შეძლებთ. თუ ადგილზე, ჩვენს მაღაზიაში მოხვალთ სასურველ ნივთებს თიბისი ბანკის ან ოქეის განვადებითაც შეიძენთ, რომელსაც მხოლოდ თქვენი პირადობა და 15 წუთი დაჭირდება.

ასევე შოფაჰოლიკებო, გირჩევთ ჩვენს Facebook გვერდს ხშირად შემოურბინოთ, რადგან შეიძლება ის იღბლიანი გამარჯვებულიც გახდეთ, რომელიც ჩვენს გათამაშებაში სასაჩუქრე ვაუჩერს მოიგებს.

რაც  შეეხება რეგიონებს, მეგობრებო ნუ მოიწყენთ, თათის ბუტიკის ფერადი რისხვა მალე დაგატყდებათ თავს.